საქართველოს დღეს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა
საქართველოს დღეს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა
16:09 23.03.2019
მიმდინარე წლის საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

იენს სტოლტენბერგის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებთანაა დაგეგმილი.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.

ეს ნატოს გენერალური მდივნის მესამე ვიზიტია საქართველოში.
ბეჭდვა