ცესკომ ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გამოაქვეყნა
ცესკომ ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გამოაქვეყნა
19:17 06.08.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეისთვის ამომრჩეველთა  საერთო რაოდენობა 3 მლნ. 621 ათას 256 შეადგენს.
ცესკოს ცნობით, ამ რაოდენობაში შედის ფიზიკური პირისა და საცხოვრისის მესაკუთრის განცხადებებით რეგისტრაციიდან მოხსნილი 77 ათას 232 ამომრჩეველი.
ცესკომ ამომრჩეველთა მონაცემები ქვეყნის მასშტაბით, ყველა ოლქის მიხედვით გამოაქვეყნა.
კერძოდ, დედაქალაქის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოლქებია გლდანი, სადაც 155,822 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, სამგორი - 155,502, ნაძალადევი - 140,623 და საბურთალო - 128,740.
რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მრავალრიცხოვანია ქუთაისი - 163,654 ამომრჩევლით, ბათუმი - 131,756, ზუგდიდი - 129,170, გორი - 112,738 და რუსთავი 110,607.
ცესკომ ელექტორატის მონაცემები ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიისგან 1 აგვისტოს მიიღო.
1 სექტემბრამდე მოქალაქეებს სიაში საკუთარი თავის გადამოწმებისა და ცვლილებების მოთხოვნით კომისიისთვის მიმართვის საშუალება ექნებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია სიის საბოლოო ვერსიას 15 სექტემბრისთვის გამოაქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება.

ბეჭდვა