პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ
ოცნებას“ უჭერს.როგორც ქუცნაშვილმა „ნიუსპრესს“ განუმარტა, კოალიციის მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ კამპანიის კითხვარებში სპეციალური გრაფა შეიქმნა, რომლის მიხედვითაც უნდა გარკვეულიყო რამდენი მოქალაქე უჭერს მყარად მხარს „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“. „კარდაკარის“ დროს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ კოალიცია მხარდამჭერების რაოდენობის მხრივ, საქართველოს ყველა რეგიონში ლიდერობს“ - განაცხადა ქუცნაშვილმა. რაც შეეხება შედეგების გასაჯაროებას, საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწვეტილება კოალიციის პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. მისივე ინფორმაციით, შედეგები განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ „კარდაკარის“ დროს 3 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
