კარლ ჰარცელი ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაზე: ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს
კარლ ჰარცელი ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაზე: ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს
15:39 22.03.2019
"ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს", - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კითხვას, რა მიზანი აქვს საქართველოს პირველი არხის მიმართ პრორუსულობაზე ბრალდებებს.

კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ გაუჭირდება თქმა, რა უდევს ამას საფუძვლად და არის თუ არა მართალი ის, რაც, მაგალითად, "მედიის განვითარების ფონდის" კვლევაში წერია.

"ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ მედიის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც ვახორციელებთ მონიტორინგს. ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს", – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

საუბარია კვლევაზე "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება". კვლევის ავტორია "მედიის განვითარებისფონდი", ხოლო დამფინანსებელი – "ღია საზოგადოების ფონდი" (ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") . კვლევის შესახებ იხილეთ "მოამბის" სიუჟეტი.

კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია 19 მარტს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ "ღიასაზოგადოება – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.
ბეჭდვა