ბატიაშვილი: არაერთხელ ვისაუბრეთ რეფორმის ყველა კომპონენტზე, მათ შორის თქვენთან, უცნაურია ასეთი განცხადებები თქვენგან
ბატიაშვილი: არაერთხელ ვისაუბრეთ რეფორმის ყველა კომპონენტზე, მათ შორის თქვენთან, უცნაურია ასეთი განცხადებები თქვენგან
15:24 22.03.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას პარლამენტში არაერთხელ ჰქონდა გამოსვლა და ყველა კითხვას მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი უკვე გასცა:

"მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავეცი ყველა შეკითხვას პასუხი და წერილობითაც მაქვს წარმოდგენილი, ამჯერადაც მზად ვარ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. შესაბამისად, მე თვითონ გამოვთქვი სურვილი აქ მოსვლისა", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრის მოსმენა დღეს პირველად გაიმართა.

ბეჭდვა