რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად 7 და 8 აგვისტოს საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 და 8 აგვისტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
