მარშანია: პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა
მარშანია: პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა
14:06 21.03.2019
პარლამენტში იუსტიციის მინისტრის ანგარიშით უკმაყოფილო "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
„პატივცემულო კოლეგებო, გამოვედი ამ ტრიბუნაზე და პირველად ჩემს ცხოვრებაში არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა, იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, "ქართული ოცნება", ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ გაგიჟდეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", შეუერთდეს "ნაციონალურ მოძრაობას" და მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო, თქვე საცოდავებო... მართლა, რა გეშველებათ მერე თქვენ?!

პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
ბეჭდვა