ჟენევაში საქართვლოს მუდმივმაწარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ, ხანმოკლე შეხვედრაგამართა ჟენევაში
გუაიდოს გარდამავალი მთავრობისწარმომადგენელთან, მარია-ალეხანდრა არისტეგუიეტაალვარესთან. შეხვედრა საქართველოს თანაორგანიზებითგამართული ღონისძიების - „ადამიანის უფლებათადარღვევები ვენესუელაში“ დასასრულს გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით, ვიქტორ დოლიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს აღიარებდა მადუროს რეჟიმს; ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მისი თქმით საქართველო აღიარებს ეროვნულ ასამბლეას, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ხუან გუაიდოს როგორც დროებით პრეზიდენტს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რაც შესაძლებელს გახდის ორ ქვეყანას შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
