მანანა კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ 7 და 8 აგვისტოს მასშტაბური პოლიტიკური ღონისძიები არ აქვს დაგემილი
მანანა კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ 7 და 8 აგვისტოს მასშტაბური პოლიტიკური ღონისძიები არ აქვს დაგემილი
15:50 06.08.2012
პოლიტიკური კოლიცია „ქართული ოცნების“ ერთი-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის განცხადებით, კოალიციას 7 და 8 აგვისტოს მასშტაბური პოლიტიკური  ღონისიძიები არ აქვს დაგემილი.
„7 და 8 აგვისტოს რამე განსაკუთრებული არ გავქვს დაგეგმილი, მით უმეტეს საზეიმო ღონისძიება. თუმცა, რა ღონისძიებები დაიგეგმება, ამაზე პოლიტსაბჭო დამატებით იმსჯელებს“ - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვისთვის პატივის მიგებას, კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველ გმირთა ხსოვნას პატივს სხვების მითითების გარეშეც მიაგებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7 და 8 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანიას შეწყვეტს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გააკეთა და პოლიტიკურ ოპონენტებს მათი მიბაძვისა და გმირთა ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ მოუწოდა.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამ აღიარეს.

ბეჭდვა