თავდაცვის მინისტრი პედრო სერანოს შეხვდება
თავდაცვის მინისტრი პედრო სერანოს შეხვდება
17:55 19.03.2019
დღეს, 16:45 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მედიის წარმომადგენლებისთვის თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიასა და ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის, პედრო სერანოს ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პედრო სერანოს ლექცია თემაზე: „ევროკავშირი - საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ არის დაგეგმილი.
ბეჭდვა