საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს შეხვდა
საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს შეხვდა
16:53 19.03.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს ალენ სიმონიანს, ვაჰე ენფიაჯიანს და ლენა ნაზარიანს შეხვდა.  ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ასევე საპარლამენტო სტრუქტურებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას უპირატესად ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ამასთან, განიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში ვიზიტის შესაძლებლობა მ. წ. განმავლობაში.
ბეჭდვა