ლაშა დარსალია საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ლაშა დარსალია საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
16:04 19.03.2019
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის და მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების მნიშვნელობას ყველა აქტუალურ თემაზე შესაბამის ფორმატებში.

მხარეებმა კვლავ დაადასტურეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
ბეჭდვა