„ლეიბორისტული პარტია“ მეანაბრეთა ლიგას ქმნის, რომელიც ლონდონში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის „ფინანსურ მაქინაციებს“ გამოიძიებს.
ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
„იმის ნაცვლად, რომ ანაბრების გამტაცებელმა, სააკაშვილ-ივანიშვილის ამფსონმა ვანო ჩხარტიშვილმა ხალხს ანაბრები დაუბრონოს, მან გადაწყვიტა „ქართულ ოცნებაში“ მყოფ კრიმინალ-ოლიგარქის თანამებრძოლებს ჩამორთმეული სასახლეები დაუბრუნოს. მოვუწოდებთ მას, ხალხისგან მითვისებული მილიარდობით ანაბარი დააბრუნოს და ამის მერე მიხედოს თავის მილიონერ ძმაკაცებს“ - განაცხადა შატბერაშვილმა და დასძინა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ხალხს ანაბრები დაუბრუნდებათ.
ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა 17 პირისთვის, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ფონდში თანხა გადარიცხეს, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
ბიზნესმენის თქმით, აღნიშნულ პირებს ჩამორთმეულ ბინებს ქართველი ემიგრანტები დაუბრუნებენ.
აღნიშნული 17 პირის ქონება საჯარო აუქციონზე გასაყიდად 3 აგვისტოს გაიტანეს.
