„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ „დემოკრატიული მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ განუცხადა.
ბაკურაძის თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიებს 15 აგვისტომდე წარადგენს.მისივე თქმით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ ცესკოში, როგორც არაკვალიფიციური საარჩევო სუბიე ქტი უკვე დარეგისტრირდა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. „პარტიას, რომელსაც 30 ათასი დარეგისტრიებული წევრი ჰყავს, მისთვის 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება პრობლემა არ არის. ამ დროისთვის ცესკო-ში შესატანი 35 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვებულია და მისი დამუშავება მიმდინარეობს, რათა ხარვეზები არ გაიპაროს“ - განაცხადა „ნიუსპრესთან“ საუბრისას ბაკურაძემ.
მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ცესკო-ში მხარდამჭერთა სიებს კანონის ფარგლებში, 15 აგვისტომდე წარადგენს.
„რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში „დემოკრატიული საქართველოს“ მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხს, პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“ - განაცხადა ბაკურაძემ და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.
