იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს.
ბერაიას განცხადებით, დეპუტატ ოთარ კახიძეს კომიტეტის სხდომიდან წასვლა სურდა და ასეთი კრეატიული საშუალება ამისთვის მოიფიქრა.
მისი თქმით, კახიძეს, რომელიც კომიტეტის სხდომაზე მის საუბარში ჩაერთო, კორექტულობისკენ მოუწოდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
"ვსაუბრობდი, მქონდა კომენტარის გაკეთების სურვილი, შემდეგ კითხვის დასმის, რისი საშუალებაც მან არ მომცა, ჩაერთო საუბარში. მივუთითე კორექტულობისკენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. თუ მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება არის შეგინება, ჩათვალოს, რომ შეგინებულია", – განაცხადა ბერაიამ.
