თამარ ჩუგოშვილი: ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც სურთ, მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს
თამარ ჩუგოშვილი: ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც სურთ, მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს
11:42 18.03.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი გადაცემა ,,იმედი LIVE-ში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც სურთ, მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს.

მისი თქმით, სასურველია ქვეყანამ გაითვალისწინოს ყოველთვის და ყურადღება მიაქციოს ანგარიშში წამოწეულ საკითხებს.

"ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს და თუ არის თემები, რომლებზეც საზოგადოება დაობს, ამ თემებს მიაქციოს დამატებითი ყურადღება და ეცადოს, რომ ამ მიმართულებით გადადგას სწორი ნაბიჯები.

ამ ანგარიშში დასკვნების გამოტანა და შეფასებები არ ხდება, ანგარიშში ასახულია ის, თუ ქვეყანაში რაზე მსჯელობენ. სასურველია ქვეყანამ გაითვალისწინოს ყოველთვის და ყურადღება მიაქციოს წამოწეულ საკითხებს. ეხება პრობლემურ თემებს.

ქალთა მიმართ ძალადობა არის თემა, რომელზეც არავინ დაობს, რომ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეტეთ წინ შსს-მ იმუშავა ძალიან კარგად, პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, ბევრი რამ გაკეთდა და და შესბამისად, ეს ასეც არის ასახული.

ძირითადი თემები ყურადღებამისაქცევია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო რეფორმაში რომ გვქვს საქმე გასაკეთებელი და სასამართლო დამოუკიდებლობის ეფექტიანობის სამართლიანობის კუთხით ქვეყანაში რომ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი, ამაში არავის თქმა გვჭირდება , ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ეს საქმე დასრულებული არ არის, რაღაც კონდიციამდე მივედით , მაგრამ კიდევ უფრო შორს ვართ წასასვლელი, ამაზე აურზაურია ქვეყანაში და ბუნებრივია, ასეთ ანგარიშში მოხვდებოდა.

ისევე, როგორც მაგალითად, ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის თემას. დღე არ გავა, რომ ადამიანი არ მოგვტაცონ, არის უმძიმესი შემთხვევები, სულ ახლახანს ადამიანი დაიღუპა და უმძიმესი ტრაგიკული მოვლენა იყო. მანამდე კიდევ რამდენიმე ფაქტი იყო ასეთ შემთხვევებზე რომ ყურადღება მახვილდება, ეს მნიშვნელოვანია და ბერკეტია იმისთვის, რომ სხვადასხვა საერთაშიროსო პლატფორმებზე გამოვიყენოთ" , - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ბეჭდვა