მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ მიქელაძემ კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ხოსე ენრიკე
კასტიო ბარანტესს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების ორიგინალები ქვეყნის პრეზიდენტს ლაურა ჩინჩილა მირანდას გადაეცა.
პრეზიდენტთან ლაურა ჩინჩილა მირანდასთან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოს დაცვის სფეროში, ასევე, ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების რეგიონალური სისტემის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივების შესაძლებლობები განიხილეს.
მხარეები შეთანხმდნენ პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაზე როგორც ორმხრივ ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატმა კოსტა-რიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მალხაზ მიქელაძემ და ხოსე ენრიკე კასტიო ბარანტესმა ორმხრივ შეხვედრაზე ეკონომიკის, კულტურისა და გარემოს დაცვის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი საქართველოსა და კოსტა-რიკის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის აუცილებლობის საკითხსაც შეეხო.
