დავით ზალკალიანი ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა
დავით ზალკალიანი ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა
19:50 15.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან. ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს ჯგუფის თავმჯდომარე ალირეზა ბეიგი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.


ბეჭდვა