პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო აქცია რუსთავში გაიმართება.
ამის შესახებ დღეს ბათუმში, საოცრებათა მოედანზე გამართულ
აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მორიგ მასშტაბურ შეკრებას „ქართული ოცნება“ ქვემო ქართლში გამართავს.
რუსთავში კოალიციის აქცია 18 აგვისტოს, ტრადიციულად 19:00 საათზე გაიმართება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მცხეთაში და ბათუმში უკვე ჩატარდა.
