63-დღიანი პარალიზების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი გახსნა
63-დღიანი პარალიზების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი გახსნა
09:48 15.03.2019
ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი დღეს დილით,  06:00 საათიდან გახსნა.
ახალგორის მცხოვრებლებმა გამშვები პუნქტის საშუალებით გადაადგილება სპეციალური საშვებით შეძლეს.

ოძისში, ქართულ საგუშაგოსთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,რომლებიც პროცესს თვალს ადევნებენ.

დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაკეტა და ამის მიზეზად გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე დასახელა.
ბეჭდვა