ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლებამ ხალხს იმის საშუალებაც მოუსპო რომ თუ ჯარიმა უსამართლოდ მიაჩნია, გაასაჩივროს
ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლებამ ხალხს იმის საშუალებაც მოუსპო რომ თუ ჯარიმა უსამართლოდ მიაჩნია, გაასაჩივროს
20:53 05.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლებამ გაუმართლებლად მაღალი გადასახადები და ჯარიმები დააწესა.
როგორც მან ბათუმში, აქციაზე განაცხადა ბევრ მოქალაქეს დაკისრებული ჯარიმა დიდ თავსატეხად ექცა. მისი თქმით, დიდ ჯარიმებსა და გადასახადებს აკისრებენ მოსახლეობას, რომელსაც ხშირად ლუკმა-პურიც კი არ აქვს.
„ეს ხელისუფლება სულ იმას გაჰყვირის, რომ ევროპულ სტანდარტებს ვართ მიახლოებული. ჯარიმების შემთხვევაში დავეთახმები მას, დიახ რაც ნამდვილად ევროპული გვაქვს, ეს გადასახადები და ჯარიმებია. მაგრამ ასეთ ჯარიმებს და გადასახადებს თხოვენ იმ მოსახლეობას, რომელიც უგუნური და მტაცებლური პოლიტიკით გააღატაკეს და წელში გატეხეს. უზომოდ დიდ ჯარიმას ახდევინებენ მას, რომელიც დილით ლუკმა-პურის საშოვნელად გასული, საღამოს ხშირად ხელცარიელი და სასოწარკვეთილი ბრუნდება შინ“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს იმის საშუალებაც კი მოუსპო, რომ თუ დაკისრებული ჯარიმა უსამართლოდ მიაჩნია, სასამართლოში გაასაჩივროს, რადგან გასაჩივრება მომჩივანს კიდევ უფრო ძვირი უჯდება.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, ხშირად ადამიანი დროულად ვერ იხდის ჯარიმას, მას გადაუხდელობის პროცენტი ემატება და საბოლოოდ ისეთ თანხას აღწევს, სახლ-კარის გაყიდვაც აღარ შველის.
„აღარაფერს ვამბობ იმ ჯარიმებზე, რომლებიც ჩვენს მხარდამჭერებს დააკისრეს ამ რამდენიმე დღის წინ. ეს აბსურდი უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ სასწაულს ვერ მოვახდენთ, მაგრამ დავამყარებთ სამართლიანობას ჯარიმებსა და გადახდის რეალურ შესაძლებლობას შორის“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია პენსიებსა და საარსებო მინიმუმსაც გადახედავს და ეს ციფრებიც ხალხის სასარგებლოდ შეიცვ

ბეჭდვა