"დემოკრატიული მოძრაობა" ჯანდაცვის რეფორმებს აკრიტიკებს
"დემოკრატიული მოძრაობა" ჯანდაცვის რეფორმებს აკრიტიკებს
17:30 29.02.2012
ახალი საავადმყოფოების ასაშენებლად თანხა ხალხის "ჯიბიდან წავიდა" და არა კერძო ინვესტიციიდან. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრმა, თამარ ცინცაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მართლაც იყო რეალური რესურსი ახალი საავადმყოფოები კერძო ინვესტიციით აშენებულიყო, თუმცა, ამ ხარჯების დაფარვა მოსახლეობის მოუწია.

თამარ ცინაცაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან გუშინ პარლამენტში არც ერთი სიტყვა პირველად ჯანდაცვაზე არ თქმულა.

მისი თქმით, აუცილებელია პირველად ჯანდაცვაზე აქცენტის გადატანა, რათა შემდგომში უფრო რთული დაავადებების სამკურნალოდ დიდი თანხა არ დაიხარჯოს.

თამარ ცინცაბაძემ სხვა სოციალურ საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წლებში მოსახლეობა გაცილებით უკეთეს სადაზღვევო პაკეტს იღებდა ვიდრე ახლა. ასევე, ყოველ მესამე შვილზე გადახდილი ერთჯერადი თანხა, 1 000 ლარის ოდენობით, დემოგრაფიულ პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან ოჯახებს დასაქმების და შვილების გმოკვების პრობლემა აქვთ.

ბეჭდვა