ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტის შედეგებს ეძღვნება
, „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში პარასკევს, 15 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხი კოლეგის, არმენ სარქისიანის მიწვევით სომხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით 13 მარტს ეწვია. ზურაბიშვილმა გამართა შეხვედრები სომხეთის ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.
საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს სომხეთში 2014 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური გიორგი მარგველაშვილი იყო.
საქართველოში არმენ სარქისიანი, პრეზიდენტის რანგში სამუშაო ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა.
თბილისში: სომხეთში საქართველოს პირველი ელჩი, სამცხე-ჯავახეთის ექს-გუბერნატორი გიგლა ბარამიძე.
ერევანში: სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის მრჩეველი, ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ტევან პოღოსიანი, ექსპერტი ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებში ჯონი მელიქიანი.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება Sputnik საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C.
მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.
