სულხან ღლონტის განცხადებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაკითხვაზე მხოლოდ კოალიციის მხარდაჭერისთვის იმყოფებიან
სულხან ღლონტის განცხადებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაკითხვაზე მხოლოდ კოალიციის მხარდაჭერისთვის იმყოფებიან
20:20 05.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდა ჟურნალისტმა სულხან ღლონტმა მიმართა.
ღლონტის განცხადებით, მისი მეგობრები გიორგი ობოლაძე, გიორგი ხურციძე და დათო კუბლაშვილი შუახევში დაკითხვაზე მხოლოდ იმის გამო იმყოფებიან, რომ უყვართ სამშობლო და მხარს უჭერენ კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

„დღეს მათ ყველაზე მეტად ხალხის თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ და გასაჭირში მუდმ მათ გვერდზე ვიქნებით“- განაცხადა ღლონტმა.

აქციაზე მან ხელისუფლება იუნკერთა საფლავის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გაყიდვაში დაადანაშაულა .
„გვჭირდება თუ არა ჩვენ, ხელისუფლება, რომელმაც ეს ტერიტორიები გაყიდა. ხელისუფლება რომელიც აჭარაში მთავარ ბიზნესად პროსტიტუციას ხედავს. სწორედ ამიტომ მათ პასუხი 1 ოქტომბერს უნდა გავცეთ და ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება“-განაცხადა ღლონტმა.









ბეჭდვა