პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო-დრამტული
თეატრის მსახიობის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ბათუმს სახე დაუკარგა.
„საწყენად არ გეტყვით, უფრო ტკივილით გეტყვით, რომ ეს ის ბათუმი აღარ არის, რაც იყო. ბათუმელებისთვის, რომლებისთვისაც ყოველი კუთხე-კუნჭული, ქალაქის არქიტექტურა ძვირფასია, დღეს უბედურები არიან რადგან საკუთარ ქალაქს ვეღარ სცნობენ“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც მხოლოდ ბათუმს ამდენი პრობლემა აქვს, რა უნდა ქნას პატარა საქართველომ, სადაც ამდენი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.
„ხელისუფლება სულ პრვოკაციებს აწყობს, თუმცა ხალხის გახლეჩას ვერ ახერხებს“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მაგალითად აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა მოიყვანა და დასძინა, რომ ხელისულფლება ამ ნაბიჯით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის, მაშინ როდესაც ფერიის მთაზე ეკლესიას ანგრევს და ადამიანებს „სულში აფურთხებს“.
რაც შეეხება მსახიობის პოლიტიკაში წასვლას, ზაზა პაპუაშვილის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მობეზრდა „ეს არაფრისმთქმელი, ლაჩრული, დამჩვარული სიცოცხლე“.
„ვაიპოლიტიკოსების, ამდენი ქოსობის, ამდენი ქლესობის, ამდენი ამაზრზენი სახეების ყურების გამო გადავწყვიტე მაჟორიტარად მეყარა კენჭი“ - დასძინა მსახიობმა და აქციაზე შეკრებილებს მოუწოდა ბედიერ საქართველოში საცხოვრებლად მოემზადონ.
