ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა როგორც კი გაიგო რომ ბეშუმში ვიყავი, კურდღელივით გაიქცა
ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა როგორც კი გაიგო რომ ბეშუმში ვიყავი, კურდღელივით გაიქცა
19:37 05.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა შიშის გამო ქვეყნაში ერთმანეთს ყველა და ყველაფერი დაუპირისპირა.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, საოცრებათა მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას აღნიშნა.
„საქართველოს მშიშარა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ხალხს პირისპირ, ზონდერების ზურგის გამაგრების გარეშე ვეღარ ელაპარაკება. თითქოს აღარ დარჩა ისეთი რამ, რაც კიდევ გამაკვირვებდა სააკაშვილის მხრიდან, მაგრამ გუშინ რაც მოაწყო მეც კი ვერ წარმოვიდგენდი“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ბეშრუმში ასვლის დროს მას ადგილობრივი მოსახლეობა სახლებში შეკეტილი დახვდა, ხოლო შუამთობის დღესასწაულზე მათი სახელით სხვადასხვა რაიონის გამგეობებიდან ამოყვანილი თანაშრომლები და სამოქალაქო ფორმებში გადაცმული პოლიციელები იყვნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
„გზის გადაკეტვას შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც ჩვენი დიდი ძალისხმევით შევაჩერეთ და გავეცალეთ იქაურობას, რომ პროვოკაცია უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. თუმცა, როგორც კი სააკაშვილმა გაიგო, რომ იმ ტერიტორიაზე ვიყავი შუაზე გაწყვიტა სიტყვა, ბაქი-ბუქი და კურდღელივით გაიქცა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა