პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისი სახელმწიფო აკადემიური თეატრის ყოფილი მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუაც შეუერთდა.
როგორც სტურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი აქციაზე მისვლის მიზანი „ქართულ ოცნებისთვის“ მხარდაჭერის გამოუცხადებაა.
„მინდა „ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს“ - აღნიშნა რობერტ სტურუამ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბათუმში წვიმს, ანბანის კოშკთან ათასობით ადამიანია შეკრებილი და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან. აქციას კოალიციის მხარდამჭერების კოლონები უკვე შეურდა.
კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის აქცია განსაკუთრებული იქნება, რადგან ის არჩევნების თარიღის გამოცხადების შემედეგ პირველი აქციაა.
დღესვე აქციის დასრულებისას ბერას ახალი სიმღერის პრემიერაც გაიმართება.
