ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან
18:30 05.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები აჭარის ოთხივე რაიონიდან ბათუმში კოლონებით ჩავიდნენ.
ქალაქის შესასვლელში ისინი მანქანებიდან გადმოვიდნენ და გზა მსვლელობით განაგრძეს.
მოედანზე უკვე შეკრებილია ბათუმის მოსახლეობაც. ანბანის კოშკის მიდებარე ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. დამონტაჟდა სცენა და ხმის აპარატურა.
კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის აქცია განსაკუთრებული იქნება, რადგან ის არჩევნების თარიღის გამოცხადების შემედეგ პირველი აქციაა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ბათუმში რამდენიმე წუთში დაიწყება.

ბეჭდვა