საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალში, დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას
დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
"ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით.
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს მთავრობის წევრებმა.
