არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება
არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება
16:20 12.03.2019
მიმდინარე წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს დაემატება კიდევ ორი საელჩო, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოხდეს.

"ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე, როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკაც იზრდება ყველაზე სწრაფი ტემპებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბეჭდვა