რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი კონსტანტინ კოსაჩევი საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივას პროპაგანდად აფასებს.
როგორც "რია ნოვოსტისთვის"" მიცემულ ინტერვიუში კოსაცევმა განაცხადა, სააკაშვილის ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე, მხოლოდ პროპაგანდული აქცია.
დუმის წევრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირი მას შემდეგ აღდგება, როგორც კი, ქართული მხარე "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარიც ზედმეტია ამ თემასთან დაკავშირებით" - განმარტავს კოსაჩევი.
