"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილის გარდა არავინ აღმოჩნდა, რომელიც ოპოზიციონერ ლიდერებს არჩევნებში საკადრის კონკურენციას გაუწევს.
როგორც გიორგი თარგამაძემ დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ შეუძლია წერტილი დაუსვას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და საქართველო პოლიტიკური განვითარების ახალ ეპატზე გადაიყვანოს.
მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში არსებული პირობების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის დამარცხებას შეძლებს.
"სააკაშვილი ამდენს საუბრობს იმაზე, თუ როგორ გაამარჯვებინებს "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნებში, ეს კი - მათ სისუსტეზე მეტყველებს", - განაცხადა თარგამაძემ.
