მიხეილ სააკაშვილი - ფეხებში ნუ გვებლანდებიან, ხელს ნუ შეგვიშლიან და ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას
მიხეილ სააკაშვილი - ფეხებში ნუ გვებლანდებიან, ხელს ნუ შეგვიშლიან და ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას
11:39 05.08.2012
საქართველო ერთ-ერთი ყევლაზე წარმატებული, მდიდარი და წელში გამართული ქვეყანა იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩხოროწყუში  მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხდა.
პრეზიდენტმა ჩხოროწყუში მშენებარე ტაძარი დაათვალიერა და ეკლესიასთან შეკრებილ ადგილობრივებსაც გაესაუბრა. მან მოსახლეობას მთავრობის პრიორიტეტები გააცნო, ისაუბრა 1000 ლარიანი ვაუჩერებისა და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შესახებაც.
მიხელ სააკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის მოწინააღმდეგეთა ფულით ფინანსდებიან.
„დღეს ჩვენი მოწინააღმდეგის ფულით დაფინასებული ხალხი გამოსულია ასპარეზზე გრძელი სიით, თუ რა აქვთ დასანგრევი და რის აშენებაში უნდათ ჩვენთვის ხელის შეშლა. ჩვენ დასანგრევი საქართველოში არაფერი არ გაქვს. ჩვენ ჯერ იმდენი გვაქვს ასაშენებლი, რომ ყველას მინდა მოვუწოდო - ფეხებში ნუ გვებლანდებიან, ხელს ნუ შეგვიშლიან და ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას. საქართველო იქნება ერთ-ერთი ყევლაზე წარმატებული, მდიდარი, წელში გამართული და ისეთი ქვეყანა, რომელიც კეთილი შურით აავსებს ჩვენ ყველა კეთილმოსურნეს და მტერს თვალს დაუბნელებს“- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო აუცილებლად წინ წავა და წარსულში მას ვერავინ დააბრუნებს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას დიდი გეგმები აქვს და იგი არასოდროს არ ყოფილა ისეთი ძლიერი როგორც ახლაა.

ბეჭდვა