ცესკომ ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 16 პარტია დაარეგისტრირა
ცესკომ ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 16 პარტია დაარეგისტრირა
11:34 05.08.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარალემენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 16 პარტია უკვე დაარეგისტრირა.
ცესკო-ს მონაცმებით, პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიებია - „ახალი მემარჯვენეები“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „კახა კუკავა -თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქართული დასი“, „საქართველოს მწვანეთა პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „სახალხო მოძრაობა“.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე კვალიფიციურ სუბიექტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადის შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ.
უკვე დასრულებულია არაკვალიფიციური პარტიების განაცხადების მიღება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 33-მა არაკვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა გამოთქვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.

ბეჭდვა