ცესკოში კვალიფიციური პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
ცესკოში კვალიფიციური პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
10:22 05.08.2012
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისთვის პოლიტიკურ პარტიებს ვადა დღეს ეწურებათ.
პოლიტიკურმა სუბიექტებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მისაღებად პარტიის დარეგისტრირებისთვის ცესკოს 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
ამ დროისთვის ცესკოში განაცხადი 40-ზე მეტმა პარტიამ შეიტანა.
რეგისტრაცია უკვე გაიარა რამდენიმე პარტიამ, მათ შორისაა „ახალი მემარჯვენეები“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „თავისუფალი საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „ქართული დასი“, „მწვანეთა პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „ლეიბორისტული პარტია".
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარდება.


ბეჭდვა