ოხანაშვილი კომიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტს და ევროკავშირისა და UNDP-ის საერთო პროექტის მენეჯერს შეხვდა
ოხანაშვილი კომიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტს და ევროკავშირისა და UNDP-ის საერთო პროექტის მენეჯერს შეხვდა
15:49 06.03.2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტს

ნტო განვითარების დარგში ჯონათან მერფის და ევროკავშირისა და UNDP-ის საერთო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გამტკიცება საქართველოში“ მენეჯერს, სოფო გურულს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო: კომიტეტის ინსტიტუციური განვითარება და გაძლიერება, ასევე, აპარატის თანამშრომლების გადამზადება და მათი მხარდაჭერა.

„დღეს შევხვდი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს და მათ ექსპერტს საქართველოს პარლამენტის, კერძოდ კი, კომიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხთან დაკავშირებით. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებას, ადამიანური რესურსების სწორად დაგეგმვას, ტრენინგების ჩატარებას თანამშრომლებისთვის და ზოგადად, მენეჯმენტის გაუმჯობესებას საქართველოს პარლამენტში და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


 

ბეჭდვა