პრეზიდენტი გოდერძის უღელტეხილზე იმყოფებოდა
პრეზიდენტი გოდერძის უღელტეხილზე იმყოფებოდა
15:53 04.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, გოდერძის უღელტეხილზე იმყოფებოდა და დასაქმების პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წელს ბოლო წელია, როცა ბეშუმში ცუდი გზით ავიდა.

მისი თქმით, უღელტეხილზე 25 კილომეტრის გზის მონაკვეთი კეთდება, რომელიც ადიგენისკენ გაგრძელდება.

„მარტო აქ კურორტზე 500 ადგილობრივი დასაქმდება. ოქროს ფასი დაედება თქვეს სახლსაც, თქვენ მიწასაც და ყველაფერსაც, რადგან აქ მთელი მსოფლიო უნდა ვატაროთ“ - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ბათუმის აეროპორტის მეშვეობით რეგიონში ბევრი ტურისტი ჩავა.

მისივე განცხადებით, კორორტზე 10 სასტუმრო იქნება. ახლა 4 სასტუმროს მშენებლობა იწყება.

„აღნიშნული კურორტი ზაფხულისაცაა და ზამთრისაც. საბოლოო ჯამში რეგიონში ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ აქაურობა განვითარდეს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ტელევიზიით ოპოზიციურ ჯგუფებს მოჰკრა თვალი, რომლებიც სათხილამურო კურორტებს მთისთვის შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ.

„ტელევიზიით სრულიად სერიოზულად, საქმიანი სახეებით განიხილავდნენ, თუ როგორ ვანგრევთ საქართველოს მთას. მთელი ცხოვრება გაჭირვებაში ვიყავით, ძლივს რაღაც გვეშველა და ისინი კი ამას ამბობენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

კურორტზე ამ დროისთვის ათამდე საბაგირო გზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.


ბეჭდვა