საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებისთვის პარტიის დასარეგისტრირებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა.
სარეგისტრაციო განაცხადით ცესკოს მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა მიმართეს.
„ჩვენი ამოცანაა, გადავჭრათ პრობლემები, რომელიც უკავშირდება დასაქმებას, ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობას და სოფლის განვითარებას. დღევანდელი განაცხადით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ის ყველა ამ პრობლემას გადაჭრის“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
ამ დროისთვის ცესკოში სარეგისტრაციო განაცხადი უკვე 40 პარტიას აქვს შეტანილი, 14 მათგანი რეგისტრაციაში უკვე გატარებულია.
განაცხადების მიღების ვადა ხვალ, 18:00 საათისთვის იწურება.
