ანრი ოხანაშვილი: ეუთოს დასკვნაში დადებითად არის შეფასებული საარჩევნო პროცესის პროფესიონალური ადმინისტრირება
ანრი ოხანაშვილი: ეუთოს დასკვნაში დადებითად არის შეფასებული საარჩევნო პროცესის პროფესიონალური ადმინისტრირება
16:22 01.03.2019
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს საბოლოო დასკვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

„ეუთო-ს დასკვნაში საგანგაშო არაფერია. არის ორი მიმართულება - ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ბეჭდვა