ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტის მოწოდებას, ოპოზიციის გააქტიურების შესახებ,
სააკაშვილის მხრიდან წარმოებულ მორიგ პიარად აფასებს.
ახვლედიანის განცხადებით, სააკაშვილის და უმრავლესობის მხრიდან მუდმივად ხდება მცდელობა, რომ მხოლოდ ისინი არიან პროფესიონალები და დანარჩენი ყველა დილეტანტია.
"მხოლოდ ასეთი წარმოდგენის მქონე ხელისუფლებას შეუძლია ამტკიცოს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროპაზე წინ არის. საქართველოში რომ საავადმყოფოებია, მსგავსი არ უნახავს არც იაპონელს და არც გერმანელს, საქართველოში სოფლის მეურნეობაში რომ წინსვლაა ავსტრიელებს არ დაესიზმრებათ. პრეზიდენტი და მისი გუნდი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ჩვენ ცოტა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ," – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ახვლედიანმა.
პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
