„ცესკოს“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე 38-მა პარტიამ მიმართა
„ცესკოს“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე 38-მა პარტიამ მიმართა
11:23 04.08.2012
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებით 38 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა.

დღესვე, ცესკო-ში განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეიტანს. განაცხადების წარდგენის ვადა კი, ხვალ 18:00 საათზე იწურება.

დღევანდელი მონაცემებით კი, რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა. ესენი არიან - „ახალი მემარჯვენეები“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „თავისუფალი საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „ქართული დასი“, „მწვანეთა პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“ და „ლეიბორისტული პარტია".

საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება.


ბეჭდვა