მიხეილ სააკაშვილი - ნგრევის მოციქულები ვერაფერს დაგვინგრევენ
მიხეილ სააკაშვილი - ნგრევის მოციქულები ვერაფერს დაგვინგრევენ
10:44 04.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში, სოფელ მულახის მოსახლეობასთან შეხვედრისას რაიონში გზებისა და გვირაბის მშენებლობლის  გეგმებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მესტიიდან მულახისა და უშგულის მიმართულებით ახალი გზა დაიგება, ხოლო ზემო და ქვემო სვანეთი ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება.

„საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვთ - დაწყებული ხიდებით, დამთავრებული ინსტიტუტებით, ასევე, არასაშენებელი ობიექტების.
არა მხოლოდ ვერაფერს დაგვინგრევენ, ეს ნგრევის მოციქულები, არამედ ვერაფრის აშენებაში ხელს ვერ შეგვიშლიან“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სვანეთში გვირაბი აუცილებლად აშენდება, რომლის მეშვეობითაც ის დანარჩენ საქართველოს ბევრად უფრო მოკლე და ეფექტური გზით შეუერთდება.



ბეჭდვა