„საქართველოს გზა“ არჩევნებისთვის კოალიციის შექმნას არც ერთ პარტიასთან არ აპირებს
„საქართველოს გზა“ არჩევნებისთვის კოალიციის შექმნას არც ერთ პარტიასთან არ აპირებს
10:37 04.08.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ წინასაარჩევნოდ რომელიმე პარტიასთან კოალიციის შექმნას არ აპირებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ბალიაშვილმა განუცხადა, „საქართველოს გზა“ კვალიფიციური საარჩვენო სუბიექტია, თუმცა, ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში განაცხადი და მხარდამჭერთა 15 000 კაციანი სია უკვე შეიტანა, ოფიციალურად დარეგისტრირებას ორ დღეში ელოდება.
ბალიაშვილის თქმით, პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და არცერთ კოალიციურ ბლოკში შესვალას არ აპირებს.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ბალიაშვილის თქმით, პარტიას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ ყველა საარჩვენო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინოს. ამ დროისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ქარელში მამუკა ბალიაშვილი და ყაზბეგში - კახა სეთურიძე არიან დასახელებული.
ამასთან, ბალიაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტია მინიმალურ ზღვარს გადალახავს და პარლამენტში „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას დაუჭერს მხარს.


ბეჭდვა