ჯონდი ბაღათურია – სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა
ჯონდი ბაღათურია – სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა
16:27 29.02.2012
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარბაზიდან სათადარიგო   გასასვლელით გაიქცა და მისი დაბრუნება მთავრობის წევრებმა და დაცვამ ძლივს შეძლო.

"ნიუსპრესთან" საუბარში ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც უთხრეს, რომ სხდომათა დარბაზში ამერიკის ელჩი ისევ იმყოფებოდა.

"პრეზიდენტის მხრიდან დაბალი დონის მაჩვენებელია ის ტერმინოლოგია, რითაც სააკაშვილი საუბრობდა. ასევე მის დაბალ დონეზე მიუთითებს 15 წლის ბავშვზე – მიხეილ ალექსიძეზე თავდასხმა. ამის შემდეგ რა ავტორიტეტი ექნება ასეთ პრეზიდენტს, საზოგადოებამ განსაჯოს," – განაცხადა ბაღათურიამ.

სააკაშვილმა 53-ე სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს მიხეილ ალექსიძეს ხულიგანი უწოდა. მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს.


ბეჭდვა