„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური „ექშენის“ თვალსაზრისით, არის სრული პანდემია“
- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აჩილ თალაკვაძემ.
„დღეს მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით და დაზუთხული შეკითხვით, როგორც გავიგეთ, უმრავლესობას ჩათი აქვს და ამაზე რა კომენტარს გააკეთებთო. „მეგობრებო, სკოლაშიც, მე მგონი უკვე ბაღშიც კი, ყველას აქვს ჩათი ყველა სარგებლობს ამ მესინჯერებით, ყველა კომპანიაში, საჯარო უწყებაში თუ სამეგობროში ეს ჩათი არსებობს თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ევროპულ საქართველოს“ ესეთი ჩათი არ აქვს, ან „რუსთავი 2-ს“ არ აქვს ასეთი ჩათი, რა ვქნათ ეხლა?! ეტყობა, ისინი ჩამორჩებიან განვითარების ტემპებს. რა არის ამაში სკანდალური, - თუ ეს პოლიტექშენი არ არის და თუ მართლა პანდემიური დამოკიდებულება არ არის საკითხთან, რა სკანდალური აბავი ესაა, რომ რაღაც ჩათი ჰქონდეს რომელიმე ორგანიზაციას. დღეს შვიდი კითხვა დამისვეს ამაზე“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
