საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა იორდანიის წარმომადგენელთა პალატის
სპიკერთან, ატეფ ტარავნესთან შეხვედრა გამართა.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იორდანიის პარლამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკას, ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა 2018 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და მიმდინარე წლის აპრილში იორდანიის სენატის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.
