დავით ზალკალიანი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა
დავით ზალკალიანი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა
09:57 27.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა, ფრანსის გარიმ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის განმტკიცების მხრივ გატარებული წარმატებული რეფორმები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პრიორიტეტულობას და მადლობა გადაუხადა გენერალურ დირექტორს მისი პირადი ჩართულობისთვის საქართველოში რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.

აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში და ამ საკითხებზე "საქპატენტის" ეფექტური მუშაობით აქტიურად მოხერხდა შეთანხმების იმპლემენტაცია.

განსაკუთრებით აღინიშნა ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სტრატეგიის, საქართველოს გეოგრაფიული მაჩვენებლების დაცვის და ამ სფეროში სხვადასხვა ინოვაციების დანერგვის კუთხით.

შეხვედრა მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სეგმენტის ფარგლებში გაიმართა.
ბეჭდვა