ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, - ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს
ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, - ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს
18:08 26.02.2019
ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

ზარდიაშვილის განცხადებით, არ აპირებს მიზეზების დაკონკრეტებას, თუმცა ამბობს, რომ არაა აუცილებელი, ადამიანს ყველა თანაგუნდელი უყვარდეს. 

„ეკა ბესელიას “ქართული ოცნებიდან“ წასვლა დანაკლისს არ წარმოადგენს. ცალსახად ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოსამართლეების საკითხს არ გამოუწვევია. მანამდეც არსებობდა რაღაც უთანხმოებები. ეს ქალბატონი ეკას მხრიდან გამოყენებული იყო როგორც საბაბი. ამას არაერთი ფაქტი და მტკიცებულება ადასტურებს. ქალბატონი ეკა მანამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტსაბჭოდან გავიდა – ეს რა მეხანძრე-მაშველების დანიშვნასთან იყო დაკავშირებული თუ მოსამართლეების დანიშვნასთან. ხშირად პოლიტიკოსები პოლიტიკურ ხრიკებს იყენებენ იმისთვის, რომ რაღაც ან დამალონ ან გადაფარონ ან სხვაგვარად წამოაჩინონ“, – აღნიშნა  ზარდიაშვილმა.
ბეჭდვა