საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა
17:45 26.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთან ორგანიზაციის წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და იმ წარმატებულ პროექტებს, რომელიც ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს.

საუბარი შეეხო c ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებულ პროექტს, რომელიც სამაგალითოა საერთაშორისო პროექტებს შორის.

განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, საქართველოს კანდიდატების დასაქმების საკითხი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, სადაც გაეროს ადამიანიას უფლებათა საბჭოს სესიის მაღალი სეგმენტის შეხვედრა მიმდინარეობს.
ბეჭდვა