ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში ვეღარ იქნება
ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში ვეღარ იქნება
17:24 26.02.2019
დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ნდობის ჯგუფისა და იურიდიულ კომიტეტის შემადგენლობაში ვერარ იქნება, რადგან ის ჯგუფში უმრავლეობის კვოტით იყო წარმოდგენილი. მას შემდეგ კი, რაც ბესელიამ მმართველი ძალა დატოვა უმრავლესობა საკუთარ კვოტას გაიწვევს. 

ბესელია განმარტავს, რომ შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქცია ჩამოყალიბდეს. 

„პარლამენტში, შეიძლება, არა ერთი, არამედ ორი ფრაქციაც გაკეთდეს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სხვა კოლეგებიც შემოუერთდებიან ამ პროცესს, - დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 


ბეჭდვა